воскресенье, 27 ноября 2016 г.

სასკოლო პროექტი

სახელწოდება: ,,გასწი, მერანო’’
მიზანი: მარტვილის საფეხბურთო კლუბის ,,მერანის“ ცნობადობის გაზრდა.
აქტუალურობა: მარტვილის საფეხბურთო გუნდი ,,მერანი“ თავის არსებობის მანძილზე პირველად გავიდა 2016 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში.  როგორ არის გუნდი მოტივირებული  ფინალისათვის?  იცნობენ  თუ არა მარტვილელები თავიანთი კლუბის მიღწევებს? არიან თუ არა მზად საგულშემატკივროდ?  ამ კითხვების აქტუალურობამ შეუწყო ხელი  პროექტის განხორციელებას.
პროექტი განახორციელა:  ქ.მარტვილის N2 საჯარო  სკოლის მე-9 კლასმა.
მასწავლებელი: მარინა გაბისონია.
მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი
დასაწყისი: 3 ნოემბერი, 2016 წელი
დასასრული: 22 ნოემბერი, 2016 წელი.
პროექტის აღწერა:
      ეს სასკოლო პროექტი შეიქმნა მარტვილის საფეხბურთო კლუბ ,,მერანის“ საქართველოს თასის ფინალში გასვლასთან დაკავშირებით. 2016 წლის 2 ნოემბერს თასის გათამაშების ნახევარფინალში ,,მერანმა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა საჩხერის ,,ჩიხურა“. აღმოჩნდა რომ, ამ მატჩს დაესწრო რამდენიმე მეცხრეკლასელი მოსწავლე. მეორე დღეს  მათემატიკის გაკვეთილზე ჩვენი გუნდის თამაშით აღფრთოვანებულმა ბავშვებმა ისაუბრეს მატჩის პერიპეტიებზე. სწორედ ამ გაკვეთილზე ჩაისახა პროექტის იდეა.  როგორია ჩვენი გუნდის მოგების შანსი? არის თუ არა გუნდი მოტივირებული მოსაგებად? მზად არიან თუ არა მარტვილელები საგულშემატკივროდ? -ასეთი კითხვები დაისვა იმ გაკვეთილზე.   ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად გადაწყდა კვლევა ჩატარდეს ორი , გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების, მიმართულებით. შესაბამისად მოსწავლეები დაიყო ორ  -,, ფეხბურთელების“ და ,,გულსემატკივრების“ , ჯგუფად.
ამოცანები და განხორციელების გზები:
·         ფეხბურთელთა გამოკითხვის ანკეტის შექმნა.
      გულშემატკივართა ინტერვისათვის კითხვების მომზადება.
      ,,მერანის“ საგულშემატკივრო პლაკატის მომზადება.
      ,,მერანის“ ბაზაზე ფეხბურთელთა გამოკითხვა ანკეტირების მეთოდით.
      ქ. მარტვილის ქუჩებში ,,მერანის“ გულშემატკივართა გამოკითხვა ინტერვიუს მეთოდით.
      მოპოვებული რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების კლასიფიკაცია, ცხრილებისა და დიაგრამების აგება კომპიუტერის გამოყენებით.
      კვლევის შედეგების გაანალიზება და დასკვნის გაკეთება.
      კვლევის ანგარიშის მომზადება ,,Pover Point” -ის საპრეზენტაციო პროგრამით
      პროექტის პრეზენტაცია.
      2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს თასის გათამაშების ფინალზე დასწრება ქ. ზესტაფონში აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის ,,მერანსა“ და ქუთაისის ,,ტორპედოს“ შორის.
მოსალოდნელი შედეგები: მათ. IX.11 აწესრიგებს  და წარმოადგენს მონაცენებს დასმული    ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
            მათ. IX.13.  აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნები.
ესგ-ს გამჭოლი კომპეტენციები:    რაოდენობრივი წიგნიერება;
                                                            სამოქალაქო და სოციალური;
                                                                    ციფრული წიგნიერება.

რესურსები:   კომპიუტერი, ქაღალდები ანკეტების დასაბეჭდად, ფოტოაპარატი, ინტრნეტი, საფეხბურთო კლუბ ,,მერანისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდები, ტრანსპორტის საშუალება.
შეფასება: შეფასების რუბრიკების გამოყენებით.