პროექტის- ,,გასწი
მერანო“- რეფლექსია
ეს სასკოლო პროექტი
შეიქმნა მარტვილის საფეხბურთო კლუბ ,,მერანის“ საქართველოს თასის ფინალში გასვლასთან
დაკავშირებით. 2016 წლის 2 ნოემბერს თასის გათამაშების ნახევარფინალში ,,მერანმა“ ანგარიშით
3:0 დაამარცხა საჩხერის ,,ჩიხურა“. აღმოჩნდა რომ, ამ მატჩს დაესწრო რამდენიმე მეცხრეკლასელი
მოსწავლე. მეორე დღეს მათემატიკის გაკვეთილზე
ჩვენი გუნდის თამაშით აღფრთოვანებულმა ბავშვებმა ისაუბრეს მატჩის პერიპეტიებზე. სწორედ
ამ გაკვეთილზე ჩაისახა პროექტის იდეა. როგორია
ჩვენი გუნდის მოგების შანსი? არის თუ არა გუნდი მოტივირებული მოსაგებად? მზად არიან
თუ არა მარტვილელები საგულშემატკივროდ? -ასეთი კითხვები დაისვა იმ გაკვეთილზე. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად გადაწყდა
კვლევა ჩატარდეს ორი , გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების, მიმართულებით. შესაბამისად
მოსწავლეები დაიყო ორ ჯგუფად -,, ფეხბურთელების“ და ,,გულშემატკივრების“. გაკვეთილზე
მოსწავლეებს მიეცათ დავალებად, წერილობით ჩამეყალიბებინათ კითხვები, რომელზედაც პასუხები
აინტერესებდათ. მეორე გაკვეთილზე ,,ფეხბურთელების“
ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ,,მერანის“ ფეხბურთელები გამოეკითხათ ანკეტირების მეთოდით და
შეადგინა გამოკითხვის ანკეტა, ხოლო ,,გულშემატკივრების“ ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მარტვილელი
მოქალაქეები გამოეკითხათ ინტერვიუს მეთოდით. ამ ჯგუფმაც საბოლოო სახე მისცა იმ კითხვებს,
რომელსაც ინტერვუში დასვამდნენ. მესამე გაკვეთილისთვის
თითეულ ჯგუფს კომპიუტერის მეშვეობით მომზადებული ჰქონდა კვლევის ინსტრუმენტები: ფეხბურთელთა
გამოკითხვის ანკეტა და ინტერვიუს დროს დასასმელი
კითხვები და გულშემატკივართა პასუხების ჩასანიშნი
ცხრილი. გამოკითხვის ჩასატარებლად მოსწავლეებს მიეცათ ერთი კვირა. უნდა აღვნიშნო, რომ
მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კომუნიკაციის უნარები. ყველაზე დიდი
აღფრთოვანებით პროექტის ამ ნაწილს, ადამიანთა გამოკითხვას ახორციელებენ. ისინი ეწვივნენ
,,მერანის“ ბაზას და 20 ფეხბურთელი გამოიკითხეს, ხოლო მარტვილის ქუჩებში დაახლოებით 150 მოქალაქეს დაუსვეს კითხვები გულშემატკივრობასთან დაკავშირებით. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყეს
მონაცემთა დამუშავება-შეადგინეს ცხრილები, ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები კომპიუტერის
გამოყენებით, ნამუშევარი წარმოადგინეს ,,Pover Point”-ის პროგრამით. შემდეგ ეტაპზე აგებული დიაგრამებისა და ცხრილების,
ასევე თვისობრივი მონაცემების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლლებმა გააკეთეს კვლევის
შესაბამისი დასკვნა. .პრეზენტაციის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მოსწავლეებმა ისტ-ის გამოყენებით შექმნეს
ვიდეოკოლაჟი მარტვილის ,,მერანზე“. მოსწავლეთა
ერთმა ჯგუფმა შეისწავლა კლუბის ისტორია და წარმოადგინა მცირე ნარკვევი.კვლევის ანგარიში წარმოადგინეს ,,Pover Point”-ის საპრეზენტაციო
პროგრამით და მოემზადნენ პრეზენტაციისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე შრომატევადი
შედეგების გაანალიზება და კვლევის ანგარიშის გამთლიანება, საბოლოო დასკვნების გაკეთება
იყო, იმიტომ რომ ეს პროცესი მოსწავლეებისაგან მოითხოვს აზრის ლაკონურად
გამოხატვისა(როგორც ვერბალურად, ასევე წერილობით) და მაღალი სააზროვნო უნარების ქონას.
ჩემს მითითებებს, როგორიცაა მაგალითად ,,მონაცემები
წარმოადგინეთ ცხრილით / დიაგრამით“ , მოსწავლეები უმტკივნეულოდ ასრულებდნენ. მაგრამ,
მათ გაუჭირდათ პასხი კითხვაზე ,,რა შედდეგზე გავედით?“, ,,რას ვამბობთ ამ პროექტით?“.
მოსწავლეებმა უმტკივნეულოდ მოიპოვეს მონაცემები კლუბის წარმოშობის შესახებ-ინტერნეტში
მოიძიეს ინფორმაცია, გაესაუბრნენ კლუბის მესვეურებს და გულშემატკივრებს. მაგრამ არცთუისე
იოლი აღმოჩნდა ამ ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით
გამოხატვა. ვფიქრობ, რომ ყველა სიძნელე წარმატებით დავძლიეთ.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალის დღეს ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია, მშობლები. სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა, კლასის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებმა საუკეთესო შეფასება მისცეს პროექტს. დღის მეორე ნახევარში 16 საათზე, პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელის, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან შემდგარი ჯგუფი შეუერთდა სხვა მარტვლელ გულშემატკივრებს და გაემართნენ ქალაქ ზესტაფონისაკენ, სადაც გაიმართა თასის ფინალი. ფინალში ,,მერანის“ მეტოქე იყო გამოცდილი ქუთაისის ,,ტორპედო“. ორივე გუნდის გულშემატკივარი მობილიზებული, პლაკატებით, დროშებით,საყვირებითა და ტამტამებით შეარაღებული მოვიდა სტადიონზე. ალბათ თასის ფინალში პირველად თამაშმა სავსე, მოგუგუნე ტრიბუნების წინ განაპირობა ის, რომ მატჩის დასაწყისში ,,მერანელები“ ცოტათი დაბნეულად გამოიყურებოდნენ. პირველი ტაიმი ,,ტორპედოს“ უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშითაც გამოიხატა 2:0. მეორე ტაიმში კი ,,მერანმა“ იპოვა თავის თამაში, მრავალი საგოლე სიტუაცია შექმნა ,,ტორპედოს“ კართან, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გოლის გატანაღა შეძლო. უნდა აღვნიშნო რომ, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მარტვილელები ფეხზე მდგარი გულშემატკივრობდნენ თავიანთ გუნდს. მატჩზე მყოფ მოსწავლეებს არ დაავიწყდებათ ის კადრი, როცა ქუთაისელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ,,მერანის“ ფეხბურბურთელები იმ ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც მარტვილელელები ისხდნენ და მთელმა გუნდმა მადლობა მოუხადა გულშემტკივარს, გულსემატკივრები კი გამამხნევებელი შეძახილით დახვდნენ მათ.

P.S. პრეზენტაციის შემდეგ, მე-7 კლასში გაკვეთილზე რომ
შევედი, ბავშვებმა მაშინათვე პროექტზე დაიწყეს საუბარი, ერთმა მეშვიდეკლასელმა კი მითხრა ,,მასწ, ჩვენ თბილისის ,,დინამოს“ ფეხბურთელები
გამოვიკითხოთ. ასე, რომ მეშვიდე კლასელებსაც
უნდათ პროექტის გაკეთება, თემის ძიების პროცესში ვართ.
მარინა გაბისონია
2016 წლის 27
ნოემბერი.
პროექტის ფარგლებში
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები და ესგ-ს შესაბამისი კომპეტენციები
|
მოსწავლეთა აქტივობა
|
მეთოდი
|
ესგ კომპეტენცია
|
1
|
პროექტის დაგეგმვა (პროექტის სამოქმედო გეგმის მოხაზვა
და ფუნქციების გადანაწილება)
|
დისკუსია
|
·
სოციალური და სამოქალაქო(თანამშრომლობა,
კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, სხვების მოსმენა, საკუთარი აზრის გამოხატვა
და დაცვა.
|
2.
|
ინფორმაციის მოპოვება
·
გამოკითხვის ანკეტების
შედგენა და გამოკიტხვის ჩატარება.
·
ინტერვიუს კითხვარის
შედგენა და ინტერვიუს ჩამორთმევა
·
კლუბის ისტორიის
გაცნობა.
|
·
ჯგუფური მუშაობა (ანკეტისა და ინტერვიუს
კითხვარის შედგენა )
·
გამოკითხვის განხორციელება
ანკეტირებისა და ინტერვიუს მეთოდით.
·
კლუბის შესახებ მონაცემები
მოიპოვეს ინტერნეტით, ასევე გაესაუბრნენ კლუბის მესვეურებს და მარტვილელ გულშემატკივარებს.
|
·
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
·
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა მოპოვება.
|
3
|
მოპოვებული მონაცემების
კლასიფიკაცია და დამუშავება
|
ჯგუფური მუშაობა
(ჯგუფებმა ისტ-ის
გამოყენებით წარმოადგინეს მონაცემები ცხრილებისა და დიაგრამების სახით)
|
მათ. IX.11;
ციფრული კომპეტენცია;
რაოდენობრივი კომპეტენცია;
სოციალური და სამოქალაქო
|
4.
|
მოპოვებული მონაცემების
ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს.
|
ჯგუფური მუშაობა
|
სემიოტიკური კომპეტენცია
სემიოტიკური კომპეტენცია;
სოციალური და სამოქალაქო
|
5.
|
პროექტის პრეზენტაციისათვის
მზადება
|
ჯგუფური მუშაობა.
დაიწერა პროექტის
საპრეზენტაციო ტექსტი და მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილიქნა ,,pover point”-ის საპრეზენტაციო პროგრამაში.
|
ციფრული;
სემიოტიკური ;
კრიტიკული აზროვნება;
თანამშრომლობა;
|
6.
|
პრეზენტაცია
|
N2 საჯარო სკოლის
სააქტო დარბაზში ისტ-ის გამოყენებით შედგა პრეზენტაცია.
|
სოციალური და სამოქალაქო;
სემიოტიკური;
ციფრული;
|
7.
|
მატჩზე დასწრება
|
|
სოციალური და სამოქალაქო
|
Комментариев нет:
Отправить комментарий